ჩვენი ნომრები

სრულად ნახვა

სასტუმრო კვარიათი გთავაზობთ 28 კომფორტულ ნომერს პირდაპირ ზღვისპირას თქვენთვის ხელმისაწვდომ ფასებში. თითოეული ნომერი გამოირჩევა სისუფთავითა და ელეგანტურობით.

ჩვენი სასტუმრო

სრულად ნახვა

საოჯახო სასტუმრო კვარიათი განთავსებულია პირდაპირ ზღვისპირას კვარიათის პლაჟზე. სტუმართმასპინძლობის მენეჯმენტთან ჩვენ უკვე 10 წლიან გამოცდილებას ვიზიარებთ.

დაგვიკავშირდით

სრულად ნახვა

ჩვენ მოხარული ვიქნებით მოგაწოდოთ ნებისმიერი ინფორმაცია ჩვენი სასტუმროს შესახებ, ასევე გავცეთ პასუხი ყველა თქვენს კითხვას და დაგეხმაროთ ნომრების დაჯავშნაში.

რატომ დაისვენოთ ჩვენთან?

გაატარეთ ცხელი ზაფხული ზღვისპირა კვარიათში

კვარიათის პლაჟი ერთ-ერთი პოპულარული შავიზღვისპირა პლაჟია საქართველოში, რომელიც გამოირჩევა სანაპირო ზოლში ზღვის წყლის განსაკუთრებული გამჭვირვალობით. აქ დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის ზღვისა და მთის შეჯერებული ჰავა, მყუდრო გარემო და სტუმართმოყვარე მასპინძლები. პლაჟზე შესაძლებელია სხვადასხვა საზღვაო საშუალებებით გაერთოთ, როგორიცაა წყლის სკუტერით სეირნობა, დაივინგი და წყალქვეშა ნადირობა, პარაშუტით ფრენა და წყლის ბანანით გასეირნება, ასევე სურვილის შემთხვევაში იახტის დაქირავება ან ორგანიზებულ ტურში მონაწილეობა. კვარიათი-გონიოს პლაჟის სანაპირო ზოლზე მოწყობილია საფეხმავლო-სასეირნო ბილიკიც, სადაც ასევე შესაძლებელია ველო-სეირნობაც. აქვე, კვარიათიდან ჩრდილოეთით 3 კმ-ში მდებარეობს საქართველოს ერთ-ერთი უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი, რომელიც ჩვ. წ. I საუკუნით თარიღდება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კვარიათის პლაჟზე და გისურვებთ სასიამოვნო დასვენებას!